-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Saturday, July 22, 2023

1937 წლის 22 ივლისი

 



1937 წლის  22 ივლისს პაოლო იაშვილმა                             თავი    მოიკლა

ცისფერყანწელთა ერთ-ერთი წევრის, პოეტ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა მისტიკით არის მოცული. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისტიკითაა მოცული ცნობილი რუსი პოეტის, სერგეი ესენინის თვითმკვლელობაც. ცნობილი ხდება, რომ ორივე პოეტის ეს საბედისწერო გადაწყვეტილება ერთ ამბავთან არის დაკავშირებული, რომელსაც ისტორიკოსი ვლას ვაწაძე იხსენებს სერიიდან “თბილისური ლეგენდები”:





“1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი საბჭოთა პოეტი სერგეი ესენინი, ის თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა. ქართველ პოეტებს ცისფერყანწელებს დამეგობრებია, განსაკუთრებით კი პაოლო იაშვილს.



ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებია ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები, მერე დავით გარეჯელის წყროსთან მიუყვანია და უთქვამს, რომ არის ესეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებენ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელ კარებთან მიაქვთ, მიადებენ ამ კარებს, რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარებზე (ანუ რამდენჯერაც დათვლას მოასწრებ ქვის ჩამოვარდნამდე) იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩაო.

სერგეი ესენინს მიუდია ქვა კარებზე, მაგრამ ისე, რომ ერთამდეც კი ვერ მოასწრო დათვლა პოეტმა, ქვა ძირს ჩამოვარდა. განცვიფრებულ პოეტს უთქვამს: – ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმაც მიადო და 13-მდე მოასწრო დათვლა.

ეხლა პაოლო გაოცებულა და უთქვამს, ეს რაღაც სისულელეა მართლაც, მაგრამ არაუშვას, აი მომავალ წელს რომ მოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩე1925 წლის 28 დეკემბერს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“ სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. (არადა ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გასჩენია ესენინს თვითმკვლელობის სურვილი, მაგრამ რატომღაც გადაუფიქრებია.)

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით ,რომელიც დაშლილ მდგომარეობაში შეუტანია.

თავი მოიკლა, იმ თოფით რომლის ჩუქებასაც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის აპირებდა.”რდებაო.

               



      

***


რატომ მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი მის გამოსამშვიდობებელ წერილშივეა, რომელიც შვილს მისწერა


როცა საქართველო გაწითლდა და ბოლშევიკებმა ქართველი არისტოკრატიის მიზანმიმართული ხოცვა “კანონით” დაიწყეს, მათ შორის ასობით თუ ათასობით ცნობილი ქართველი პატრიოტი იყო. ხოცავდნენ მათ, ვინც დამოუკიდებლობის დაკარგვას არ ეპუებოდა. პირველ რიგში, საბჭოთა ტყვია საზოგადო მოღვაწეებს ხვდებოდათ იმისთვის, რომ საზოგადოებაში შიში დაეთესათ…

 

ნამდვილ ქართველებს საბჭოური უკანონო კანონით “საშიშ ელემენტს” და “ხალხის მტერს” ეძახდნენ, ეს ეპითეტები შუა ღამისას სახლში საშიში სამეულის, ე.წ. ტროიკის სტუმრობას ნიშნავდა, “საშიშმა ელემენტებმა” და “ხალხის მტრებმა” იცოდნენ, რომ სიცოცხლეს ემშიდობებოდნენ, მათი ოჯახის წევრები კი შორეულ ქვეყნებში, გამოსასწორებელ ბანაკებში მრავალი წლით ან სამუდამოდ გადასახლებაში იძულებით პირუტყვის გადასაყვანი მატარებლებით მიემგზავრებოდნენ…

 

გამოსავალი სახელმწიფოს ღალატში მდგომარეობდა, რადგან იმ დროს, ბოლშევიკები საკმაოდ მოძლიერებულნი იყვნენ. როცა 1937 წლის რეპრესიები დაიწყო, ცნობილმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა საბჭოთა ხელისუფლებას დახვრეტის განაჩენის გამოტანამდე დაასწრო და მწერალთა სახლში, 22 ივლისს თავი მოიკლა.

 

თვითმკვლელობამდე მან მძინარე შვილის, მედიკოს წერილი დაუტოვა, რომელიც ამ გადაწყვეტილებისთვის ბოდიშსაც მოიცავდა და შვილისთვის ანდერძსაც:

 




“ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

 

ჩემი სიკვდილი არავის დააბრალო. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.

 

 

გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას.

 

მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა”  – წერდა პაოლო იაშვილი ქალიშვილს.




რა გახდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი 

 

1937 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველ მწერლებს შორის უთანხმოება ჩამოაგდეს, მათ ცალ-ცალკე შინსახკომში დაკითხვებზე იბარებდნენ და ერთმანეთის მხილებას და ცრუ ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ. ტიციანმა და პაოლომ ურთიერთობა შეწყვიტეს, „ჩეკამ“ მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენებაში“ პაოლოს ჯაშუშური მოღვაწეობის კვალი „აღმოაჩინა“.

 

1937 წლის მაისში გამართულ საქართველოს კომპარტიის მე-10 ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ სამი მწერალი – პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე გააკრიტიკა.

 

1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის მე-2 სართულზე თოფის სროლის ხმა გაისმა და სისხლში მოსვრილი, უსულო პაოლო სასწრაფო დახმარების მანქანამ ისე წაიყვანა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. სანამ ჩახმახს ხელს გამოჰკრავდა, მწერალთა კავშირის სასადილოში ვალის – 7 მანეთის გადასახდელად შევიდა…

 

იმავე დღეს პოეტის საცხოვრებელი სახლი (ჯაფარიძის ქუჩაზე) გაჩხრიკეს და ხელნაწერები წაიღეს, რომლის მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მეუღლემ, თამარმა მოახერხა.

 

1940 წელს გადაასახლეს პაოლოს ძმა ივანე (ტუპია), ასევე ბიძაშვილები.



***


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომის ოქმი, სადაც პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა შემდეგნაირადაა შეფასებული:

„პ. იაშვილის თვითმკვლელობა, რომელიც გამოაშკარავებული იქნა როგორც ჯაშუში და ხალხის მტერი, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, ის უნდა დაიკრძალოს როგორც ხალხის მტერი."

პაოლო იაშვილის სახელის რეაბილიტაცია მოხდა 1954 წელს, გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ.

"არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა, " - წლების მერე დაწერა მწერალმა გურამ ასათიანმა.









 

Thursday, July 21, 2022

მიხა ხელაშვილის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია




https://www.facebook.com/photo/?fbid=1701812736833864&set=gm.494393275676323
რომ დაუფიქრდე ახლა, შეიძლება გაგიჟდე (ფილმი როგორ არ გადაიღეს ამაზე)
მოკლედ მოვყვები, ვრცლად მეტირება...
ამბავი ასეთია, მიხა ხელაშვილი, 25 წლის ბიჭი, საკუთარ დაბადების დღეზე მისმა მეგობრებმა მოკლეს ჯილდოს სანაცვლოდ. ამ მკვლელობის ორგანიზატორი ვაჟა ფშაველას გერი, ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. იშვიათი გარეწრობით განთქმული, რომელმაც მერე მიხას ქვრივი შეირთო და ამით საბოლოოდ გაანადგურა მკვდარიც და ცოცხალიც☝
ვაჟას გერმა... 🤦‍♀️😥
მიხა ხელაშვილი რომ გამორჩეული იქნებოდა და მასზე რომ ვაჟას და ილიას დიდი გავლენა იქნებოდა, ახლა ეგეც არაა მთავარი...
19 წლის ცოდნით გამორჩეული ბიჭი ჯერ დიაკვნობდა. მერე, როგორც საბჭოთა წყობის დრამატურგია ითხოვდა ისე მოუქციეს საქმე☝ ტყე-ტყე იცხოვრა და ჭოგრიტით დარაჯობდა ტყიდან თავისიანებს. ქაქუცასაც შეეკრა და პირობაც მიუღია, თუ მშვიდობა იქნა ამ ბიჭს კარგი განათლება უნდა მივაღებინოო.
უსამართლოდ დაჩაგრეს. მთის სილაღე შეუბოჭეს და საბოლოოდ იძულებული გახადეს ტყეში გავარდნილიყო.
მერე დედა დაუკლეს შვილის მისამართის გაუთქმელობის გამო, ცოტა ხანში ისიც დედას დააწიეს.
სიკვდილსაც ხომ გააჩნია...
თითქოს წინასწარ გრძნობდაო, სამართებელით წვერის პარსვისას უთქვამს კიდეც მისი გამცემისთვის, გამომისვი ბარემ ყელში და შენ აიღე დაწესებული ჯილდო, ფული ხომ შენც გჭირდებაო,ოღონდ ჩემი ტყვიით მომკალი რუსის იარაღით არ მესროლოო. მეგობარმა იუკადრისა, აბა რას ამბობო. მალევე ცხადად აუხდა მისი წინათგრძნობა. დაალევინეს და მძინარეს ჯერ იარაღი ჩაარტყეს თავში და გაუტეხეს, მერე შუბლში დაახალეს.
ორმა მეგობარმა, ლევან გარსევანიშვილმა და ლუკა მარცვალაშვილმა ქნა ეს.
მერე ვახტანგ რაზიკაშვილის მეშვეობით ცხედარი ჩაათრიეს მილიციასთან.
გზადაგზა თურმე გატეხილი თავიდან გადმოყრილ ძვლებს, ჩუმად ადევნებული მიხას და სალომე კრეფდა. მერე წასულა და დედის საფლავზე დაუმარხავს.
ერთი თვე ეგდო 25 წლის ბიჭის ცხედარი დუშეთის მილიციის შენობის წინ და დამარხვის უფლებას არ აძლევდნენ. იხრწნებოდა პატარა ბიჭი და იზაფრებოდა ხალხი.
ეს იყო მაგალითი მათი სამუდამო დუმილის და მონობის. ერთი თვე არ აღირსეს მიწა მიცვალებულს. მერე ხევსური მილიციელის დახმარებით, ღამით სალომეს მოუპარავს, ხურჯინებში ჩაულაგებია ძმის დარჩენილი სხეული და დედის გვერდით დაუმარხავს.😥
რა ისტორიაა ახლა ეს? რანაირი გოგოა ეს სალომე, ძმის გვამს რომ მისდევს ფეხაკრეფით და ძვლებს აგროვებს?🤦‍♀️ რანაირი გოგოა დედუნა, დაშინებით რომ ქმრის მკვლელს შერთეს ცოლად და ვაჟიც გაუჩდათ?😥🤦‍♀️
რანაირი ბიჭი იყო მიხა, ლექსები რომ აბგით დაქონდა და სანდო მეგობარს გადააბარა შთამომავლობისთვის. ვანო ხორნაული მიხაზე ბევრად უმცროსი ყოფილა, რამხელა სიყვარული და პატივისცემაა ამ პატარა ბიჭში, რომელმაც ლექსები საცოცხლებლად კლდეში გადამალული ამყოფა... ან ამ სანდო ვანომ როგორ არ მიისაკუთრა ეს ლექსები, ან არ "გაყიდა"?
მეტირება, იმ ასაკში, იმ მთაში და იმ პატარა ბიჭურ სილაღეში რანაირად დაწერა: ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება, რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება-ო...
P.s. რაც მე ოლეგ კოშევოის, ორივე ზოიას და ა.შ ბიოგრაფიები მაქვს გამოთქმით დასწავლილი, რასაც მე ომობანაში ვპარტიზანობდი და შტაბები მიკეთებია...🤦‍♀️
ასეთი ამბები აღარ ისწავლება ხოო, თუ აღარც იწერება, ნეტავ?
ან ვინღა თამაშობს...🤷‍♀️
P.S p.s. 25.25.25. ასე იხსენიებენ მიხას ამბავს, 1925 წლის 25 იანვარს, 25 წლისას საკუთარ დღეობაზე შეუწყვიტეს სიცოცხლე. დიდხანს მალა საბჭოთა წყობამ მიხა ხელაშვილის ამბავი და მგონი ისე მიდის საქმე,რომ ახლა ჩვენ საბჭოთაზე მეტად ვმალავთ.🤫ვაჟასთან დადიოდაო ხშირად და მორიდებით აკითხებდა ლექსებს. საუბრობდნენ ბევრს და ის მკვლელი გერი ვახტანგი შორიდან უყურებდა თურმე... 🤦‍♀️
დაუგუგლეთ შვილებს💝 ერთად წაიკითხეთ ერთხელ და მერე სულ გემახსოვრებათ🤝

Sunday, December 12, 2021

ქართველი გოგონა,რომელზეც ლორდი ბაირონი ზრუნავდა



https://www.facebook.com/dilisshow/videos/711390809788410 

ქართველი გოგონა,რომელზეც ლორდი ბაირონი ზრუნავდა

იხ.ბმული