დღეს ,პირველ კლასში ორი გაკვეთილი მქონდა.მოგეხსენებათ ,რომ თითოეულის ხანგრძლივობა 35 წუთია.პირველი გაკვეთილის დასრულებისთანავე,ჩემი მარიამი,შევამჩნიე ,თამრიკომასწავლებლობდა:
,,-დამარცვლე,ამოისუნთქე,მხრებში არ მოიხარო,წინადადების ბოლოს რას ვაკეთებთ?!"
არაფერი შევიმჩნიე.მეორე გაკვეთილის დასრულებამდე გამოვაცხადე,რომ იმ წუთიდან თამრიკო მასწავლებელს,ზარის დარეკვამდე, მარიამი ჩაანაცვლებდა


ჩემი მარიამი შემართებით სვამდა კითხვებს,სერიოზული სახის გამომეტყველბით არიგებდა ქათინაურებს,საჭირობისამებრ,იძლეოდა შენიშვნებს და ყველაზე ძალიან რაც მომეწონა ,იყო ფრაზა:,,თუ ვერ გაიგე,მითხარი და ისევ აგიხსნი,აქ არა ვარ?!""
ეჰ,ჩემო მარიამ,სიამოვნებით გიხილავდი ჩემი პროფესიის ღირსეულ გამგრძელებლად,მაგრამ მეშინია შენში სხვა აზრი არ განსხეულდეს: ,,რად. მინდა დაუფასებელი პროფესია,ამით ცხოვრება როგორ გავმართოო..."
წარმატებები,პატარავ შენს არჩევანში.(სურათები იხილეთ).






0 comments:
Post a Comment