„ რატომ არ ცვდება დარდი და ნაღველი?“
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას რომ გავეცანით, ჩემს შეგირდებს სააზროვნოდ ერთი ფრაზა დავუტოვე:
„ რატომ არ ცვდება დარდი და ნაღველი?“
შედეგმაც არ დააყოვნა. აი ისიც.
დარდი და ნაღველი არასოდეს ცვდება.ხანდახან გინდა სიმწრით
ტრიალ მინდორზე იყვირო და შენი ნაღველი და გასაჭირი იმ წუთიერ „ხმამაღალ ხმაზე“ გადაიტანო
და ამით თითქოს და შვება იგრძნო.მაგრამ ეს წამიერია,დარდი კი შეიძლება მთელი ცხოვრების
მანძილზე ან დაგყვეს.როგორც გვეუბნება წარწერა სოლომონ მეფის ბეჭედზე:“ყველაფერი უკვალოდ
არ გაივლის.“
შემიძლია ვთქვა:“ცხოვრება მართლაც რომ რთულია...რატომ?იმიტომ რომ არ
ვიცით ხვალ რა გველის...თუნდაც ის,რომ გახვალ არ იცი სახლში დაბრუნდები თუ არა...ზოგჯერ
ადამიანი ოცნებობს ბავშვობაში დაბრუნებაზე,იხსენებს იმ ტკბილ მომენტებს,როდესაც ბედნიერი
იყო.ახლა კი დარდს ახალი ემატება და სასოწარკვეთამდე მიჰყავხარ.შენ ეს არ გინდა,მაგრამ
რას ვიზამთ ცხოვრება ასეთი“დაუნდობელია“.
შეიძლება ბევრი ადამიანი არ დამეთანხმოს და
თქვას,რომ ნებისმიერი ნაღველი გაივლის.წარმოიდგინეთ დედა,რომელსაც შვილი მოუკვდა და
კიდევ ერთხელ დაფიქრდით გაივლის თუ არა ყველა დარდი&როგორ უნდა გააგრძელოს ადამიანმა
ცხოვრება,როცა ის ვისაც მან სიცოცხლე აჩუქა,გვერდით აღარა ჰყავს,არ ესმის მისი ხმა,ვერ
ხედავს მის ღიმილს,ვერ ჩაიხედავს იმ კეთილ თვალებში,რომლებიც მისი დაბადებისთანავე
იცნო,ვერ გაიგონებს მის სიცილს.როგორც წერდა გოდერძი ჩოხელი : “დედაა ჩამდგარი შენსა და
სიკვდილს შორის’,მაგრამ რა უნდა გააკეთოს დედამ თუ საკუთარი შვილი უფრო ადრე მიაბარა
მიწას?!
მე ვთვლი,რომ ყველა დარდი და ნაღველი არ ქრება,რადგან ჩვენ ადამიანები ვართ,გაგვაჩნია
გრძნობები და ყველა ტკივილს ვერ ვივიწყებთ,ხანდახან ისინი ჩვენს გულებში დიდ კვალს ტოვებენ.
დაბოლოს , ჩემი პატარა ესე მინდა
დავასრულო ლექსით,რომლის ავტორიც, სამწუხაროდ ,ჩემთვის უცნობია:
„ მე მტანჯავს დარდი, და ვიცი ბევრი,
იგივე გულის ტკივილით დადის...
მე მტანჯავს ფიქრი, სხვას რომ არა აქვს,
სხვას არც კი ესმის ეს ცრემლი რად ღირს!
რამდენად მტკივა ყოველი სიტყვა,
ღიმილთან ერთად ნათქვამი რაც მაქვს,
რამდენად მტანჯავს უთქმელი სევდა,
სევდა რომელიც ვერ დამიკარგავს!
მე მტანჯავს დარდი, მე ფიქრიც მტანჯავს,
ოცნება შენზე მტანჯავს და მტანჯავს!
არ მიყვარს ცრემლი, არცა მაქვს, რადგან
გამიშრა როცა მწამდი და მწამდა!
მე მტანჯავს დარდი, მე ფიქრიც მტანჯავს...“
IX ა კლასის მოსწავლე ევგენია მანუკოვა.