-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Tuesday, February 20, 2018

გ ო ჩ ა ზ ი რ ა ქ იშ ვ ი ლ ი ს ნამუშევრების გამოფენაზე


გ ო  ჩ ა   ზ ი რ ა ქ იშ ვ ი ლ ი ს   ნამუშევრების გამოფენაზე

,,ხელოვნება ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა. 

ამ აღქმის ნაყოფი ეკუთვნის არა მხოლოდ მის შემქმნელს, არამედ პლანეტა დედამიწაზე 

მცხოვრებ კაცობრიობას..."

Add caption
Add caption

Add caption

Add caption


Add caption
Add caption
Add caption
Add caption

Monday, February 19, 2018

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი აცხადებს კონკურსს!!!

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი აცხადებს კონკურსს!!!



    საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი საქართველოს დამოუკიდებლბის 100წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს მასწავლებელთა და მოსწალეებისათვის.სახელწოდებით-,,მემორიალი"1918-2018წწ.

      კონკურსი ითვალისწინებს შემოქმედებითი წერითი ნამუშევრები წარმოდგენას,სადაც წინაპლანზე წამოწეული იქნება ქარტველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში 1918წლის26 მაისიდან დღემდე.
     ნამუშევრის ჟანრისა და მოცულობის არჩევა ავტორის მხრიდან თავისუფალია.(მოთხრობა ,ნოველა ჩანახატი,ესე,პოეზია,პროზა,ისტორიები საოჯახო ალბომიდან,ფოტო მასალები,კვლევები მშობლიური კუთხის აქამდე უცნობი მასალებისა და სხვა.
  გამარჯვებულთათვის დაწესებულია სიგელები,საპატიო სიგელები  და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი.

     ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებიდან,რომელსაც შემდგომში განიხილავს და შეაფასებს ჟიური 5 კაცის შემადგენლობით.
     
      ნამუშევრებში გარკვევით უნდა დაფიქსირდეს ავტორის სახელი,გვარი,,რაიონი,სკოლა,კლასი,ტელეფონის ნომერი.

  ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამარტზე:ქ.რუსტავი,შევჩენკოს ქუჩა N5(აკადემიური ქალაი),კორპუსი N4.ი.გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო მუზეუმი.,პედაგოგთა კავშირის ადმინისტრაცია.T-0341 22 25 00 ;  5 99 16 44 72 .

   მასალების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი.




კავშირის თავმჯდომარე :გ.ჩაფიძე.

ყურადღბა!ყურადღება!

ყურადღბა!ყურადღება!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტა აცხადებს „წერილის წერისსაერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „წარმოიდგინერომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროშირა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”

კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდათაობაშიასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.
ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათდან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნებამსოფლიო საფოსტო კავშირში და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდანსისტემატურად იმართებამასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.


საკონკურსო პირობები

2018 წლის  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა:

"Imagine you are a letter travelling through time. What message do you wish to convey to your readers?"

„წარმოიდგინე,  რომ ხარ წერილი,  რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?“

ნამუშევარში აუცილებელია  წერილის ფორმის დაცვა.

სავალდებულოა:


1.      ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით;
2.      მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის ასევე  მიმღების (ადრესატის)
მონაცემები ;
3.      წერილის ბოლოს აუცილებელია გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;
4.      ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
5.      კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,  გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული.
6.      ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს.
7.      კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. 

კონკურსის სავალდებულო პირობებში მითითებული ნებისმიერი  პირობის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი არ განიხილება !

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი  ასევე მისი ელექტრონული ვერსია, ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონატქტო ინფორმაციის (სახელი,გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე: letter@gpost.ge
მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება თქვენი კონკურსის  მონაწილედ რეგისტრაცია. (ელექტრონული ვერსიისწარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა  უნდა  წარმოადგინოთ ნაშრომის დედანიწინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა).
ნაშრომის  „საქართველოს ფოსტა“-ში   წარდგენის  საბოლოო  ვადაა  2018  წლის   16 მარტი   18:00 საათი  .    
შემდეგ მისამართზე:
შპს „საქართველოს ფოსტა“
ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი 2
0100 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2966009
ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge  

ან ნებისმიერი საფოსტო სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

* აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა :
“საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2018. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან  მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა კატეგორიულად იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე )
** კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მომსახურება უფასოა
*** ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).
**** აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს
***** საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის საბოლოო თარიღია 2018 წლის  16 მარტი, 17:00 საათი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სერვისცენტრები შეწყვეტენ აპლიკაციების მიღებას.
****** ნაშრომის ორიგინალში სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს, ყველა ნაშრომი,  რომელშიც სიტყვათა რაოდენობა გადაამეტებს მითითებულ რაოდენობას  ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
******* საკონკურსო  ნაშრომი   შინაარსი, რომელიც  კონკურსით განსაზღვრულ თემატიკასთან  მოდის შეუსაბამობაში ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.
******** კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

კონკურსის ვადის გასვლის შემდეგ ნაშრომი არ მიიღება !

Sunday, February 18, 2018

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ჟურნალი

mastsavlebeli.ge | ინტერნეტ ჟურნალი - "მასწავლებელი"


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ჟურნალი
Simon Janashia-მ გააზიარა ბმული ჯგუფში: Teachers of Georgia საქართველოს მასწავლებლები
14 წთ. · 
ძვირფასო მასწავლებლებო. იხილეთ ახალი საგანმანათლებლო პორტალი ganatldi.ge აქ ნახავთ საინტერესო ინფორმაციას საგანმანათლებლო ღონისძიებების, რესურსების და სხვა შესაძლებლობების შესახებ. თქვენც შეგიძლიათ თავისუფლად დადოთ ნებისმიერი განცხადება თუ რესურსი.

ვენენო მენაბდე... მე შენი მასწავლებელი ვარ.


ვენენო მენაბდე...

მე შენი მასწავლებელი ვარ. 
მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო.
მე უნდა გასწავლო, რომ ხომვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ.
მე უნდა გასწავლო, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება;
რომ დღეს მზის შუქი გვინათებს და არც დღე იმარცვლება;
მე უნდა გასწავლო, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია, პატივი სცე ნებისმერ აზრს.
რომ შიში არ არსებობს და შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია.
უნდა გასწავლო, ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.
ლექსის ისე წაკითხვა უნდა გასწავლო, რომ თვალები დახუჭო და ცხადად დაინახო წაკითხული.
უნდა გასწავლო, რომ თუ გეტირება უნდა იტირო და ცრემლი სირცხვილი არაა.
არც ისაა სირცხვილი, როცა თამაშისას მარცხდები და შენ ღრიალი გინდა, ხმამაღლა, გულამოსკვნით გეტირება.... იტირე, იღრიალე, გამოუშვი ეს ემოცია და მერე დმშვიდდები, მერე გაიღიმებ.
მე გულში ჩაგიკრავ და გეტყვი, რომ შენ მეტის გაკეთება შეგიძ₾ია და როცა ბოლომდე დაიხარჯები, ნაკლები ანგარიშით ან საერთოდ არ დამარცხდები.
რომ დამარცხება სირცხვილი არ არის და როდესაც გაიმარჯვებ მე ისევ გულში ჩაგიხუტებ, გაგახედებ დამარცხებულისკენ და გაგახსენებ ამ ცრემლებს.
მე უნდა გასწავლო დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვინც ვერ ხედავს ეს დაუწერო ან დაუხატო ან ფოტოგამოფენა მოუწყო ან კომპიუტერულ გრაფიკაში გამოსახო, ან გამოძერწო ან ფილმი გადაუღო ან სპექტაკლი დაუდგა ან უბრალოდ, უამბო, ან როგორც გინდა... 
სანამ გაიზრდები და ქვეყანას ნახავ, უნდა გასწავლო, როგორ დახუჭო თვალები და გაფრინდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაიცნო შენხელა გოგონები და ბიჭები;
ნახო, როგორ ცხოვრობენ, როგორ სწავლობენ, როგორ თამაშობენ, როგორ იძინებენ, უფროსებს როგორ ეკონტაქტებიან ...


უნდა დაგარწმუნო, რომ თუკი სამართლიანი იქნები, შენს ნებისმიერ საქციელს გავამართლებ, მხარს დაგიჭერ, გვერდში ამოგიდგები;
მე იმედიც უნდა გასწავლო, იმედის გულით ტარება, იმედის არდაკარგვა.
ერთგულება მინდა გასწავლო. ადამიანის, საქმის ერთგულება.
მინდა გასწავლო, როგორ უნდა გამონახო ამ უუუცოტავეს 24 საათში რამდენიმე წუთი ადამიანებთან საურთიერთოდ, მოსაკითხად, მოსაფერებლად.
ადამიანების რწმენა მინდა გასწავლო, მაგრამ არც იმის თქმა უნდა დამავიწყდეს, რომ ყველა ადამანი კეთილი არ არის და დაგაფიქრო ამაზე.
აუცილებლად უნდა გასწავლო, რომ სხვისი ცხოვრება, სხვისი შეცდომები შენი გასარჩევი არ არის და მისი ნებართვის გარეშე ნუ ჩაერევი , ნუ განსჯი, ნუ განიკითხავ.
უნდა გასწავლო, რომ არც შენ ხარ დაზღვეული რამენაირი შეცდომისგან.
სიმამაცე უნდა გასწავლო,- სიმართლის თქმის სიმამაცე.
თუკი სიმამაცეს გასწავლი, მგონია, რომ სხვისი დადანაშაულება არასდროს მოგინდება; მგონია, რომ ადამიანების დაცვა გეყვარება.
მოთმინებაც მინდა გასწავლო.
და მიმტევებლობა, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იგრძნობ, როდესაც შენ მოგიტევებენ...
და ღიმილი მინდა გასწავლო, ჩემო პატარა, ღიმილი; გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება მინდა გასწავლო.
მე შენი მასწავლებელი ვარ.
და რაც აქ მიწერია, ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე,
მაშინ, როდესაც 6 წლის იყავი, გაფართოებული თვალებით მოხვედი ჩემთან, მივიხურეთ საკლასო ოთახის კარები და მხოლოდ ჩვენ დავრჩით - მე და შენ.
დედა და მამა კი იქ აღარ იყვნენ.
შენ გმირი ხარ.
ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე.

Saturday, February 17, 2018

ვისწავლოთ სწორად მეტყველება



ვისწავლოთ სწორად მეტყველება 

არასწორია                        სწორია

ხასიეთი                             ხასიათი
გამარჯობა-თ                     გამარჯობა  
ბოდიში-თ                          ბოდიში
რამოდენიმე                       რამდენიმე
გამიხარდა                         გამეხარდა
ფაქტიურად                      ფაქტობრივად
აბსოლიტურად                აბსოლუტურად
გვერძე                              გვერდზე
სპორცმენი                        სპორტსმენი
შაფათი                             შაბათი
კარგი-თ                           კარგი
ტყვილი                           ტყუილი
ძალათი                           ძალით
ავანტყოფი                      ავადმყოფი
მოეწონა-თქვა                 მოეწონა-თქო, მოეწონა-მეთქი
შეხედულობა                 შეხედულება
ჰქვიან                             ჰქვია
წვამს                               წვავს
საშვალება                      საშუალება
რას შვები                       რას შვრები
მჯერავს                        მჯერა
წერავს                           წერს
აქით                               აქეთ
ვინები                            ვინ
სწორეა                           სწორია
ბარცხნის                       ვარცხნის
ჰქვიოდა                         ერქვა
მაშტაბი                          მასშტაბი
ანსამბლეა                      ასამბლეა
მღერიხარ                       მღერი
იცინიხარ                        იცინი
აგდია                              ყრია
კვტება                             კვდება
წმინდავს                         წმენდს
ნევრები                            ნერვები
წყნაური                              სიწყნარე
სროულობს                      ისვრის
ყეფამს                                ყეფს
ნევსი                                 ნემსი
სამსე                                  სავსე
სვავს                                  სვამს
სწორე                                 სწორი
მადლობა მოვუხადე          მადლობა გადავუხადე- ხოლო ბოდიში მოვუხადე
რამდენჯერმე                     რამდენიმეჯერ
ზიან                                  სხედან
ნერვოზი                           ნევროზი
ბძანდება                           ბრძანდება
რას შობი                          რას შვრები
ბრჩხილი                         ფრჩხილი
დამიწერავს                     დამიწერია
სხდანან                            სხედან
ნაყური-ნაცქერი               ნანახი


თუ რამე გამოგვრჩა დატოვეთ კომენტარი