-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Thursday, March 29, 2018

29 მარტი აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. დღეს მას 90 წელი შეუსრულდებოდა.

 29 მარტი აკაკი ბაქრაძის
 დაბადების დღეა. დღეს                                          
 მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
                აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
1955–1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964–1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.
1973–1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968–1988), მარჯანიშვილის თეატრისსამხატვრო ხელმძღვანელი (1988–1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989–1991). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989–1991).
1991–1996 კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
                 აკაკი ბაქრაძე არის წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი, რომლებშიც ეხებოდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას, XX საუკუნის თეატრისა და კინოხელოვნების საკითხებს. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“ გამოაქვეყნა 1954 წელს ჟურნალ ცისკარში, პირველი წიგნები „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“ — 1966 წელს, „სჯანი“ — 1972 წელს.
აკაკი ბაქრაძე განიხილავდა XX საუკუნის ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებს, ახალგაზრდა მწერალთა შემოქმედებას; იკვლევდა ვაჟა-ფშაველასკონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზულებათა მითოლოგიურ ძირებს ("მითოლოგიური ენგადი", 1969; "ფიქრი და განსჯა", 1972). ასევე სწავლობდა ქართველი მწერელებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს: "წიწამური (ილია ჭავჭავაძე)" (1984 წ.) , სადაც ახალი კუთხით გაანალიზა მწერლის მსოფლმხედველობისა და აღსასრულის პრობლემები; "ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი".
აკაკი ბაქრაძის წიგნებია: ”სჯანი” (1972), ”ფიქრი და განსჯა” (1972), ”კრიტიკული გულანი” (1977), ”მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” (1978), ”პილპილმოყრილი მადლი” (1989), ”რწმენა” (1990) ”მწერლობის მოთვინიერება” (1990), ”ილია და აკაკი” (1993), ”დაწუნებილი გზა” (1995),
ბაქრაძე კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. 1980-იან წლებში აკაკი ბაქრაძის წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნაში.

Monday, March 26, 2018

26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა.





26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა.


თანამედროვე  ქართველი კლასიკოსი მწერალი,



გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია – მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა – სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია – ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი,ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირ1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი...