-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Saturday, May 26, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი.

,,ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი. 
ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გარჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს:
- წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. 
- აწმყოს იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. 
- მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებითა და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ და ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის."   
   გ.კვირიკაშვილი