-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Saturday, December 23, 2017

როგორ მინდა ,ყოველი დილა სიხარულით იწყებოდეს...

       როგორ მინდა ,ყოველი დილა სიხარულით იწყებოდეს ,
სამყაროს ნებისმიერი მოქალაქის ოჯახში.ყველა ერთნაირად ინაწილებდეს ჭირსა და ლხინს .არ არსებობდეს ქვეყანაზე ისეთი ბავშვი,რომელსაც უბედური ერქმევა და ცხოვრება ზღაპრული აწმყოს ნაცვლად მწარე რეალობაში არ გადაისვრიდეს.როგორ მინდა ბედნიერების სურნელი ტრიალებდეს ირგვლივ...

Thursday, December 21, 2017

ლიტერატურული კლუბი ,,კარცერი-ლუქსი" რუსთაველის თეატრში .

21.12.17 სსიპ.ქ თბილისის 37-ე საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი ,,კარცერი-ლუქსი" რუსთაველის თეატრში .
სპექტაკლი :მ.ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები"...
სასიამოვნო საღამო იყო,თუმცა ემოციები შფოთს ბადებდა...
დასასრული? რეჟისორის ჩანაფიქრმა ოპტიმიზმი ჩაუსახა ახალგაზრდა მაყურებელს...არადა,ჩვენ მაინც ვშფოთავდით..








Monday, December 18, 2017

რატომ არ ცვდება დარდი და ნაღველი?“

              

  „ რატომ არ ცვდება დარდი და ნაღველი?
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას რომ გავეცანით, ჩემს შეგირდებს  სააზროვნოდ ერთი ფრაზა დავუტოვე:
   „ რატომ არ ცვდება დარდი და ნაღველი?
                შედეგმაც არ დააყოვნა. აი ისიც.

        დარდი და ნაღველი არასოდეს ცვდება.ხანდახან გინდა სიმწრით ტრიალ მინდორზე იყვირო და შენი ნაღველი და გასაჭირი იმ წუთიერ „ხმამაღალ ხმაზე“ გადაიტანო და ამით თითქოს და შვება იგრძნო.მაგრამ ეს წამიერია,დარდი კი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე  ან დაგყვეს.როგორც გვეუბნება წარწერა სოლომონ მეფის ბეჭედზე:“ყველაფერი უკვალოდ არ გაივლის.“
      შემიძლია ვთქვა:“ცხოვრება მართლაც რომ რთულია...რატომ?იმიტომ რომ არ ვიცით ხვალ რა გველის...თუნდაც ის,რომ გახვალ არ იცი სახლში დაბრუნდები თუ არა...ზოგჯერ ადამიანი ოცნებობს ბავშვობაში დაბრუნებაზე,იხსენებს იმ ტკბილ მომენტებს,როდესაც ბედნიერი იყო.ახლა კი დარდს ახალი ემატება და სასოწარკვეთამდე მიჰყავხარ.შენ ეს არ გინდა,მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ასეთი“დაუნდობელია“.
      შეიძლება ბევრი ადამიანი არ დამეთანხმოს და თქვას,რომ ნებისმიერი ნაღველი გაივლის.წარმოიდგინეთ დედა,რომელსაც შვილი მოუკვდა და კიდევ ერთხელ დაფიქრდით გაივლის თუ არა ყველა დარდი&როგორ უნდა გააგრძელოს ადამიანმა ცხოვრება,როცა ის ვისაც მან სიცოცხლე აჩუქა,გვერდით აღარა ჰყავს,არ ესმის მისი ხმა,ვერ ხედავს მის ღიმილს,ვერ ჩაიხედავს იმ კეთილ თვალებში,რომლებიც მისი დაბადებისთანავე იცნო,ვერ გაიგონებს მის სიცილს.როგორც წერდა გოდერძი ჩოხელი : “დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის’,მაგრამ  რა უნდა გააკეთოს დედამ თუ საკუთარი შვილი უფრო ადრე მიაბარა მიწას?!
          მე ვთვლი,რომ ყველა დარდი და ნაღველი არ ქრება,რადგან ჩვენ ადამიანები ვართ,გაგვაჩნია გრძნობები და ყველა ტკივილს ვერ ვივიწყებთ,ხანდახან ისინი ჩვენს გულებში დიდ კვალს ტოვებენ.
   დაბოლოს , ჩემი პატარა ესე მინდა დავასრულო ლექსით,რომლის ავტორიც, სამწუხაროდ ,ჩემთვის უცნობია:
    „ მე მტანჯავს დარდი, და ვიცი ბევრი,
იგივე გულის ტკივილით დადის...
მე მტანჯავს ფიქრი, სხვას რომ არა აქვს,
სხვას არც კი ესმის ეს ცრემლი რად ღირს!
რამდენად მტკივა ყოველი სიტყვა,
ღიმილთან ერთად ნათქვამი რაც მაქვს,
რამდენად მტანჯავს უთქმელი სევდა,
სევდა რომელიც ვერ დამიკარგავს!
მე მტანჯავს დარდი, მე ფიქრიც მტანჯავს,
ოცნება შენზე მტანჯავს და მტანჯავს!
არ მიყვარს ცრემლი, არცა მაქვს, რადგან
გამიშრა როცა მწამდი და მწამდა!
მე მტანჯავს დარდი, მე ფიქრიც მტანჯავს...“

                                    IX ა კლასის მოსწავლე    ევგენია მანუკოვა.

Wednesday, December 13, 2017

ჩემი პატარები გზას იკვლევენ წიგნებისა და ცოდნის სამყაროში.

ჩემი პატარები გზას იკვლევენ წიგნებისა და ცოდნის სამყაროში.

Saturday, December 2, 2017

ფიქრები

მთელი დღეა საკუთარ თავს ვებრძვი,როგორც დედის როლში,ისე დამრიგებლის...
თავს ვიკავებდი რამე დამეწერა...ყველას ვუსმენდი...
არავინ საუბრობს იმაზე,რომ ტრაგედიაში ყველა რგოლს თავისი ცოდვის წილი უდევს:დამრიგებელს,დირექტორის მოადგილეს,დირექტორსა და მანდატურს.
13:48 წუთზე დატოვეს სკოლა,დირექტორი ირწმუნება ,რომ მეექვსე გაკვეთილზე ეთამაშაო სპორტის პედაგოგს...
13:48 წუთზე 18 წუთის დაწყებულია მე-6 გაკვეთილი...ე.ი.ადრე დაუტოვებია სკოლა?!სად იყო ამ დროს დამრიგებელი?
იქნებ, დაფიქრება სჯობს,სად ვცდებით,და ნუ ვიმართლებთ თავს უკიდეგანოდ,,,ვიმეორებ,ამ ტრაგედიაში ყველა რგოლს თავისი ცოდვის წილი უდევს.

Monday, November 27, 2017

სიურპრიზი

        22 ნოემბერს, დილიდან აფორიაქებულმა ავიარე სკოლის შიდა კიბე.საკლასო ოთახის კარი ღიად დამხვდა და მეუცნაურა,ზოგადად,ჩემამდე არავინ მოდის ხოლმე. ოთახს რომ მივუახლოვდი ზღურბლზე შემდგარს თმები ცივმა ნიავმა ამიწეწა.ოთხი გოგონა ოთახში მონდომებით ფუსფუსებდა.წინასწარ თოკზე გაბმულ სურათბსა და ბუშტებს ღია ფანჯრიდან შემოვარდნილი სიო ელამუნებოდა და თითქოს ცდილობდა კიდეც,რომ სამაგრებით დაბნეული სურათებისთვის  ადგილი მოენაცვლებინა ,რომ ჰაერში ამოეტრიალებინა.
       საქმეში გართულთ ჩემი შესვლა არც  შეუმჩნევიათ. მდუმარემ მოვავლე თვალი სურათბს და მოგონებებად ავიშალე...

         დამინახეს თუ არა ,გაბრწყინებული თვალები შემომანათეს და გამიმხილეს.გიორგობას ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს და სიურპრიზი მოვუმზადეთო...
 როგორ მინდოდა იმ წამს დამეკოცნა მათი შუბლები,ჩამეკრა ოთხივე გულში...მხოლოდ ეს ვუთხარი,მეც თქვენთან ვარ -მეთქი...