22 ნოემბერს, დილიდან აფორიაქებულმა ავიარე სკოლის შიდა კიბე.საკლასო ოთახის კარი ღიად დამხვდა და მეუცნაურა,ზოგადად,ჩემამდე არავინ მოდის ხოლმე. ოთახს რომ მივუახლოვდი ზღურბლზე შემდგარს თმები ცივმა ნიავმა ამიწეწა.ოთხი გოგონა ოთახში მონდომებით ფუსფუსებდა.წინასწარ თოკზე გაბმულ სურათბსა და ბუშტებს ღია ფანჯრიდან შემოვარდნილი სიო ელამუნებოდა და თითქოს ცდილობდა კიდეც,რომ სამაგრებით დაბნეული სურათებისთვის ადგილი მოენაცვლებინა ,რომ ჰაერში ამოეტრიალებინა.
საქმეში გართულთ ჩემი შესვლა არც შეუმჩნევიათ. მდუმარემ მოვავლე თვალი სურათბს და მოგონებებად ავიშალე...
დამინახეს თუ არა ,გაბრწყინებული თვალები შემომანათეს და გამიმხილეს.გიორგობას ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს და სიურპრიზი მოვუმზადეთო...
როგორ მინდოდა იმ წამს დამეკოცნა მათი შუბლები,ჩამეკრა ოთხივე გულში...მხოლოდ ეს ვუთხარი,მეც თქვენთან ვარ -მეთქი...
0 comments:
Post a Comment