-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Tuesday, November 20, 2018

20 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.


20 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 20 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.






 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

Monday, November 19, 2018

II გადაცემა TV N37 წარმოგიდგენთ გადაცემას: ,,მოსწავლის პირისპირ''... 18.11.2018 თემა:„თვითმფრინავის ბიჭები“


II გადაცემა
TV N37 წარმოგიდგენთ გადაცემას:
,,მოსწავლის პირისპირ''...
18.11.2018
თემა:„თვითმფრინავის ბიჭები“...
(35 წელი 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობიდან)
გადაცემის წამყვანი -ევგენია მანუკოა
.რეჟისორი -კარენ გრიგორიანი.
ოპერატორი -დავიდ აივაზოვი.
ხელმძღვანელი- თამარ ჩხაიძე

.პრემიერა TV N37 წარმოგიდგენთ გადაცემას: ,,მოსწავლის პირისპირ''...





პრემიერა
TV N37 წარმოგიდგენთ გადაცემას:
,,მოსწავლის პირისპირ''...
14.11.2018
I გადაცემის სტუმარია, სსიპ ქ. თბილისის N37საჯარო სკოლის დირექტორი ,ქალბატონი ,ლარისა მელაძე.
გადაცემის წამყვანი -კონსტანტინე ფოცხვერაშვილი.
რეჟისორი -კარენ გრიგორიანი.
ოპერატორი -დავიდ აივაზოვი.
ხელმძღვანელი- თამარ ჩხაიძე

Wednesday, September 26, 2018



Tuesday, September 11, 2018

რადიარდ კიპლინგი ,,თუ"

          
დღეს გავიხსენოთ ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველისიტი.


რადიარდ კიპლინგი

,,თუ"
თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი.
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორად.

თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.

თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ
ეს კი მაშინ, როს სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება, წინ მეთქი, გასწი!
თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი
შენი ღირსება არ დაკარგო, აროდეს, არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.

თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირტო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას – ამინ!


Tuesday, September 4, 2018

შემოდგომა

      
     ზაფხულის ხორშაკმაც გაიარა...ენკენისთვემ შემოუბერა შემოდგომურად და ფეხმძიმე ბუნებამაც მოყვითალ-მოწითალო ფერები გადაიკრა...
     მდიდარი შემოდგომის კუთვნილი კალენდარული დრო დოქიდან გადმონაჟურ ღვინოსავით სწრაფად მიედინება...დღეს უკვე 5 სექტემბერია...    შემოდგომაა ჩვენს ქალაქში და ,როგორ ვიგებთ?
        ,,შემოდგომას სულ პირველად          რუსთაველზე გაიგებ.
         ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს
         გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს..."
გილოცავთ ქართული შემოდგომის შემობრძანებას...

Friday, July 13, 2018

14 ივლისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა- ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა


 
                
დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა- ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი- ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.
ვაჟა- ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 ივლისი, 1861, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივლისი, 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი.
ნოდარ დუმბაძე- ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და პაპასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

Friday, June 29, 2018

დღეს პაოლო იაშვილის დაბადების დღეა

დღეს პაოლო იაშვილის დაბადების დღეა
,,საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს,/მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით”.  
                               29.06.
   ბიოგრაფია
დაბადების ადგილი:  სოფელი გამოღმა არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი.
აამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში; 1913 წელს იგი პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა; ისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები"; 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში"; 1912–1913წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ–მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს"; ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ; ბეჭდავდა წერილებსა და თარგმანებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში; ქართველ მწერალთაგან პირველია, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. პაოლო იაშვილი თავდაპირველად დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 1955 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

     1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა და ქართველ პოეტებს "ცისფერყანწელებს" დაუმეგობრდა. განსაკუთრებით პაოლო იაშვილს.
ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებიათ ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები. შემდეგ გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია და უთქვამს - არის ასეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელის კარებთან მიგაქვს, მიადებ და რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარზე იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩებაო. სერგეი ესენინს მიუდვია ქვა კარებზე დაუწყია თვლა, ერთამდეც ვერ მოასწრო, რომ ქვა ძირს ჩამოგორდა. გაოცებულს უთქვამს - ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცოხლე დამრჩაო.
ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმა მიადო და 13-მდე მოსაწრო დათვლა, მერე კი უთქვამს, რაღაც სისიულელეა, მომავალ წელს რომ ამოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე გაჩერდებაო.
შეიძლება ეს მისტიკაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 1925 წლის 28 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის სასტუმრო "ანგლეცერში" სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო. 1937 წლის 22 ივლისს კი მწერალთა სახლში პაოლო იაშვილმა საკუთარი თოფით მოიკლა თავი. იმ თოფით, რომელიც 13 წლის წინ სერგეი ესენინისთვის უნდა ეჩუქებინა.
პაოლო იაშვილი აღმოჩნდა პირველი ქართველი მწერლებიდან, ვინც შეიწირა რეპრესიებმა, რომელიც ნელ-ნელა დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა.
მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი ხშირად მსჯელობდა პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე". გმობდნენ "ხალხის მტრის" საქციელს. 1937 წელს სტალინმა ცეკას პლენუმზე გამოაცხადა: "ჩვენ რაც წინ მივდივართ, მით უფრო ძლიერდება ანტიბოლშევიკური მოძრაობა საბჭოთა კავშირში. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია".
მაშინ საქართველოში ცეკას პირველი მდივანი იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც 1937 წლის კომპარტიის მე-10 ყრილობაზე გაიმეორა ბელადის სიტყვები. ასევე სამი მწერალი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი გააკრიტიკა, რაც უკვე განაჩენი იყო. ასე მზადდებოდა საფუძველი ტრაგედიისთვის.
დღევანდელ სტატიაში ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ ამ ავბედითი დღიდან.
მწერალთა კავშირის შესასვლელში იდგა მილიციელი, რომელიც შენობაში ისე არავის შეუშვებდა, რომ არ შეემოწმებინა, მაგრამ პაოლოს მოუხერხებია და სანადირო თოფი დაშლილი შეუტანია.
"სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დაჯდა და ლაპარაკი დამიწყო, თან დრო და დრო მიმეორებდა, რომ "მე მართალი ვარ, იცოდეო".
"მერე სხვაგან გადაჯდა. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არ მახსოვს როდის დატოვა სხდომა.
"ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. სხდომიდან ყველა გამოვარდით. მეორე სართულზე მოიკლა თავი. თოფის ლულა პირში ჩაუდევს, ფეხის თითით გამოუწევია ჩახმახი, თავის ქალა ჰქონდა აგლეჯილი.
"ყველაზე ადრე ირაკლი აბაშიძე მივარდა და ტირილი დაიწყო. ამის გამო იგი შინსახკომშიც დაიბარეს - რატომ დასტირი ხალხის მტერსო. მწერალთა კავშირში ისტერია და მთელი ამბავი შეიქნა. წარმოიდგინეთ, კაცმა მოიკლა თავი და თანაც ისეთმა, როგორიც პაოლო იაშვილი იყო", - იგონებდა წლების შემდეგ სიმონ ჩიქოვანი.
ამ ტრაგედიის შემსწრეს, სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს - "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო".
თვითმკვლეობამდე რამდენიმე წუთით ადრე პაოლო მწერალთა კავშირის სასადილოში ჩასულა და ვალი გადაუხდია - 7 მანეთი, სახლში კი ორი წერილი დაუტოვებია    მეუღლისა და შვილის სახელზე.
      "ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედა!
"მაპატიე, გემუდარები ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.
"არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა, ყველა ჩემი ახლობელი. მეტი წერა აღარ შემიძლია, მშვიდობით მამიკო!"
საბჭოთა რეჟიმი, რა რეჟიმი იქნებოდა ტრაგედიისთვის ცინიზმით რომ არ ეპასუხა. ეს არ აკმარეს და ჯერ კიდევ სისხლშეუშრობელ პოეტს სასამართლო მოუწყეს:
"კონსტანტირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტრის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება, პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კონტრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე".
ამის შემდეგ პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ოჯახი აუწიოკეს, ხელნაწერები სახლიდან გაიტანეს, ახლობლებს საფლავზე ქვის დადების უფლებაც არ მისცეს.

Wednesday, June 27, 2018

25 ივნისი ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) დაბადების დღეა.

25 ივნისი ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) დაბადების დღეა.

  ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობდა ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობდა იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ორუელმა თავი დაანება პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“.
ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

        

Monday, June 18, 2018

sos!!! სულის სიმშვიდის ,,ვერსით მპოვნელნო,მოაპყარით საჩინონი სასმენელნი"...არ ინანებთ...

sos!!!
სულის სიმშვიდის ,,ვერსით მპოვნელნო,მოაპყარით საჩინონი სასმენელნი"...არ ინანებთ... 
Astor Piazzolla, Libertango vierhändig.
პიაზოლამანია არ მაძინებს...
გარეთ წვიმს... 
ქარი და წვიმის წვეთები ფორიაქით აწყდება ოთახის ფანჯარას...,,ლიბერტანგო " კი-ოთახს...
რა ცოტაა საჭირო სულის სიამოვნების მოსაპოვებლად.


https://www.youtube.com/watch?v=jGsrXxWWJ3I&feature=share

Sunday, June 17, 2018

ხალხური შეგონება


Saturday, June 16, 2018

როგორ დავაწერინოთ მოსწავლეს კარგი ესე

                      როგორ დავაწერინოთ მოსწავლეს კარგიესე  (ფრანგ. essaiინგლ. essayცდა, ნარკვევილათ. exigoვწონი. პარალელური ფორმებია „ესსე“, „ესეი“, რომელთა დამკვიდრება კონსტანტინე გამსახურდიას სახელს უკავშირდება) — ლიტერატურის, ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტულიფილოსოფიურიისტორიული, ბიოგრაფიული, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და სხვ.1..



16 ივნისი ოტია იოსელიანის დაბადების დღეა

                           16 ივნისი ოტია იოსელიანის დაბადების დღეა



      ოტია იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნის  სოფელი გვიშტიბში, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

  .ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ.
        ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
           როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი. უმაღლესი განათლება არ მიუღია. 1959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში. ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა “ქვეყნის უკეთესი ბებია”, რაც ძალიან განიცადა.
             მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.ჰყავთ სამი შვილი :– ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.
        გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს. დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად
            

Saturday, May 26, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი.

,,ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი. 
ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გარჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს:
- წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. 
- აწმყოს იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. 
- მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებითა და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ და ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის."   
   გ.კვირიკაშვილი

Thursday, April 26, 2018

37-ე საჯარო სკოლა ლიდერთა შორისაა....


37-ე საჯარო სკოლა ლიდერთა შორისაა....
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეთა შორის კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წელს მიეძღვნა.
რაიონის სკოლის მოსწავლეებმა ამ თემაზე შექმნილი საკონკურსო თემები წარმოადგინეს, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და მათგან 13 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.კონკურსში მონაწილეობა რაიონის 8 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
გვეამაყება ,რომ საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა,ჩვენი სკოლის საკონფერენციო თემები:
1. ,,ქართული უნივერსიტეტის დაარსების ისტორია“-:ევგენია მანუკოვასა და ალექსანდრე ციროხცევის;
2. ,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი“-დავით ბორჩხაძისა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილის;
3. ,,ქართული ჯარის ისტორია“-ნანა სარქისიანის;
4. ,,საქართველო და ევროპა“-მოსწავლეების,ეკატერინე ფიფიას.
საუკეთესო ნაშრომების ავტორთა დაჯილდოვების ცერემონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მოსწავლეებმა ჟიურის წევრებსა და სტუმრებს ნაშრომების მოკლე პრეზენტაციები წარუდგინეს. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვეს.
აგრეთვე გვეამაყება,რომ სიგელი გადაეცა ყველაზე წარმატებული და აქტიური სკოლისდირექტორს,ქალბატონ ლარისა მელაძეს

ქართველოლოგიის ცენტრის IX სამეცნიერო კონფერენცია.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.ქართველოლოგიის ცენტრის IX სამეცნიერო კონფერენცია.

Sunday, April 15, 2018

XIIა კლასის მოსწავლეები ქართულის გაკვეთილზე

XIIა კლასის მოსწავლეები ქართულის გაკვეთილზე

Saturday, April 14, 2018

1978 წლის 14 აპრილი.



.,,აქ უნდა გავიხსენო ერთი ძველი ამბავი-1978 წლის 14 აპრილი. მწერალთა კავშირის ტრიბუნიდან, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას, აკაკი ბაქრაძემ თქვა: ჩვენ დღეს, ფაქტობრივად ხელთა გვაქვს საქართველოს საბჭოური კონსტიტუცია. სულ ტყუილია ჩვენი მცდელობა, აქ რომელიმე მუხლი შევცვალოთ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ამას არავინ გვკითხავს. კრემლს ასეთი კონსტიტუცია უნდა, ასეთს მიგვაღებინებენ, ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ: მთლიანად, თავიდან ბოლომდე უარვყოთ ეს კონსტიტუცია. ამას ჩვენ არავინ დაგვიჯერებს, მაგრამ მართალნი ვიქნებით შთამომავლობის წინაშე, გავაგებინებთ ქართველ ხალხს, რომ ქართული მწერლობა მკვდარი არ არის-ქართულ ენას ის არ დათმობსო. . . 
აკაკი ბაქრაძე ტრიბუნიდან ჩამოვიდა. ტაშისცემით დაინგრა დარბაზი. იმ დღეს ყველა მწერალი გრაალის მცველი იყო. იმ დღეს გრაალი გადარჩა“


ნოდარ წულეისკირი
ფოტო აკაკი ბაქრაძის პირადი არქივიდან

Friday, April 13, 2018

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი

13 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი, ღია გაკვეთილი ჩატარდა სსიპ ქ. თბილისის 37-ე საჯარო სკოლის Iგ კლასში.ესწრებოდნენ :სკოლის დირექტორი ქალბატონი ლარისა მელაძე; დირექტორის მოადგილე ქალბატონი მარიამ ჭყონია;პედ.კოლექტივის რამდენიმე წარმომადგენელი და მოსწავლეთა მშობლები.
        მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,დადგეს სპექტაკლი  ი. გოგებაშვილის ,,პატარა წრუწუნას მიხედვით.წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა ენის ფლობასთან მიმართებაში.
       გაკვეთილის ბოლოს ,მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა შეასრულეს. წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე დაწერეს საკუთარი სახელი ,გვარი და მათი მომავალი პროფესია.ნაშრომები მოათავსეს წინასწარ შექმნილ დედაენის წიგნში,რომელიც დაილუქა 2018 წლის 13 აპრილს და გაიხსნება 2030 წლის ბოლოზარზე.  სკოლის დირექტორმა მათ ქების სიგელები გადასცა მშობლიური ენის შესწავლისას მიღწეული წარმატებებისთვის.
იყო ემოციები,სითბო და სიხარული.
Add caption



Friday, April 6, 2018

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა ხუთეულის პირველი ადგილზე მოხვდა



შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა ხუთეულის პირველი ადგილზე მოხვდა


ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი, გალაკტიონ ტაბიძე, ანა კალანდაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი ეს იმ მწერალთა ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა შორის მოხვდნენ. “Ranker.com”-ეს არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სათავეში შოთა რუსთაველი(500 000 ხმა) ლიდერობს, მას ვაჯა-ფშაველა მოსდევს(400 000 ხმა), მესამე ადგილს ნიკოლოზ ბარათაშვილი იკავებს, მის შემდეგ კი გალაკტიონ ტაბიძეა. გამოქვეყნებული სიის ლიდერთა ხუთეულის ბოლო ადგილს კი შექსპირი იკავებს. ნიკოლოზ ბარათაშვილი სხვა სიებშიც ფიგურირებს, კერძოდ კი რომანტიზმის საუკეთესო პოეტებს შორის.

Thursday, March 29, 2018

29 მარტი აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. დღეს მას 90 წელი შეუსრულდებოდა.

 29 მარტი აკაკი ბაქრაძის
 დაბადების დღეა. დღეს                                          
 მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
                აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
1955–1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964–1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.
1973–1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968–1988), მარჯანიშვილის თეატრისსამხატვრო ხელმძღვანელი (1988–1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989–1991). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989–1991).
1991–1996 კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
                 აკაკი ბაქრაძე არის წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი, რომლებშიც ეხებოდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას, XX საუკუნის თეატრისა და კინოხელოვნების საკითხებს. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“ გამოაქვეყნა 1954 წელს ჟურნალ ცისკარში, პირველი წიგნები „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“ — 1966 წელს, „სჯანი“ — 1972 წელს.
აკაკი ბაქრაძე განიხილავდა XX საუკუნის ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებს, ახალგაზრდა მწერალთა შემოქმედებას; იკვლევდა ვაჟა-ფშაველასკონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზულებათა მითოლოგიურ ძირებს ("მითოლოგიური ენგადი", 1969; "ფიქრი და განსჯა", 1972). ასევე სწავლობდა ქართველი მწერელებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს: "წიწამური (ილია ჭავჭავაძე)" (1984 წ.) , სადაც ახალი კუთხით გაანალიზა მწერლის მსოფლმხედველობისა და აღსასრულის პრობლემები; "ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი".
აკაკი ბაქრაძის წიგნებია: ”სჯანი” (1972), ”ფიქრი და განსჯა” (1972), ”კრიტიკული გულანი” (1977), ”მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” (1978), ”პილპილმოყრილი მადლი” (1989), ”რწმენა” (1990) ”მწერლობის მოთვინიერება” (1990), ”ილია და აკაკი” (1993), ”დაწუნებილი გზა” (1995),
ბაქრაძე კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. 1980-იან წლებში აკაკი ბაქრაძის წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნაში.