წელს
,საქართელოს საბჭოთა ანექსიის 100 წლის თავთან დაკავშირებით , სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავებელმა
თამარ
ჩხაიძემ სამტრედიის მესამე საჯარო სკოლა გამოიწვია ,ამ ტრაგიკული თარიღის ერთად აღნიშვნის
მიზნით.რაშიც სამტრედიელი მოსწავლეები ,მათი პედაგოგის ,ფიქრია მსხილაძის ხელმძღვანელობით, ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. შეირჩა კონფერენციის
ფორმატი,რომლის თემატიკაც მოიცავდა ,როგორც
ისტორიულ ,აგრეთვე ლიტერატურულ მიმართულებას.კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდა 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
დათო ტაბახმელაშვილი..,
შეხვედრას ემოციის გარეშე არ ჩაუვლია,მოსწავლეებმა
ქრონოლოგიურად წარმოადგინეს მოვლენათა განვითარების ისტორია. ნამუშევრებში , ფაქტებზე
დაყრდნობით, აანალიზებდნენ საქართველოს მდგომარეობას და აფასებდნენ შედეგებს.სწორედ ,წარსულის ცოდნა
იხსნის თაობებს მომავალი უბედურებისაგან.კონფერენციის დასასრულ აჩვენეს 37-ე საჯარო
სკოლის მოსწავლეების მიერ ,ტაბახმელაში“,იუნკერთა თემაზე, გადაღებული ვიდეორგოლი .
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი,
ქალბატონი ლარისა მელაძე და ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვენერა ოდილავაძე.
შეხვედრის დასასრულს მათ შეაფასეს კონფერენცია და ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორმა ,ქალბატონმა ლარისა მელაძემ, მოიწვია პარტნიორი სკოლა ქ.თბილისში.26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად...
0 comments:
Post a Comment