Sunday, April 18, 2021

ემიგრანტმა ქართველმა ბავშვებმა და სსიპ ქ.თბილისის 37-ე სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს დედაენის დღე.

 

      14 აპრილს,როცა სრულიად საქართველო აღნიშნავს დედაენის დღეს,  შეხვედრა მოვაწყვე სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის 4 გ კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებელთა სახლის პროგრამის:,, ქართული ენის დისტანციური სწავლების " ემიგრანტ  მოსწავლეებს  შორის.

                              პატარა ქართველებმა თბილისიდან,გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან,შვედეთიდან და ბელგიიდან ბევრი ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე.მოყვნენ ,,ბაბილონის გოდოლის მითიდან—  1978 წლის 14 აპრილამდე“ მშობლიურ ენასთან დაკავშირებულ ისტორიებს.წაიკითხეს: ლ.ასათიანის,შ.ნიშნიანიძის,გ.ლეონიის ლექსები.იყო ემოციები და ცრემლიც იყო...პატარა ელისაბედ გუდაძემ ი.გოგებაშვილის,, დედაენა" გულში  ჩაიკრა  და ისე გამოხატა საკუთარი სიყვარული ყოველივე ქართულისადმი.

                       ის,რომ ერთნი  ქართულად მეტყველებენ და მეორენი თავს არ ზოგავენ შეისწავლონ მშობლიური ენა,  ,,ნიშანია მათი სულით ხორცამდე ქართველობისა ,უცხო მიწაში გადგმული ფესვები ხელს ვერ უშლის მშობლიური ენისა და ქვეყნის სიყვარულს.დადგება დრო,ეს პატარები,უკვე დრომოყრილნი ,ტოლერანტობითა და კეთილგონიერებას ჩვეულნი შექმნიან საქართველოს ხვალინდელ დღეს.









0 comments:

Post a Comment