სსიპ ქ.თბილსის N37 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის დისტანციური სკოლის ემიგრანტმა მოსწავლეებმა დღეს ერთად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მოეფერენ საქართველოს ისტორიას,ისაუბრეს 1917 წლის რევოლუციაზე,საქართველოს დამოუკიდებლობაზე,საქართველოს მთავრობის ემიგრაციაზე,ექვთიმე თაყაიშვილზე,იხილეს ნაწყვეტი ფილმიდან ,,ექვთიმე ღვთის კაცი"...ამაღელვებელი იყო გერმანიიდან პატარა ლეილა ანიშვილის სიტყვები:,,ცრემლი მერევა,ვერაფერს გეტყვითო"... პატარა სალომე გუდაძე თავის დაიკოსთან ერთად საქართველოს დროშას ეფერებოდა და მადლობას უხდიდა თბილისელ თანატოლებს(თამარ ჩაფიძე,ანა კივილაძე,მარიამ მხიარულაშვილი,გიორგი,გელოვანი,ლუკა ქარსიძე,კირილე ლუკიანოვი)თბილი და საინტერესო საღამოსთვის.შეხვედრას ესწრებოდა სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ლარისა მელაძე.ქალბატონი ლარისა ტბილი სიტყვებით მოეფერა მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ამ თემის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გააზრებისთვის.
Thursday, May 27, 2021
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment