-

---

---

---.

---

---

---

---

----

---

Sunday, December 12, 2021

ქართველი გოგონა,რომელზეც ლორდი ბაირონი ზრუნავდა



https://www.facebook.com/dilisshow/videos/711390809788410 

ქართველი გოგონა,რომელზეც ლორდი ბაირონი ზრუნავდა

იხ.ბმული






Friday, December 10, 2021

11 დეკემბერი ტრიელ ხარხელაურის დაბადების დღეა

 

 ***

მანძილი შენამდე დიდია, 

 შენიდან ჩემამდე - არც ისე 

 ამინდი საგრძნობლად მშვიდია, 

 მანცვიფრებ... 

 ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იღიმი 

 საეჭვოდ, 

 ვარსკვლავნი აენთნენ, 

 რომ ვხედავ, შორი-შორს 

 საკმაოდ, 

 მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - 

 ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, 


 მუდმივად რაღაცა მაწამებს 

 და ჩემში მუდმივად ბინდია, 

 და მაინც მიზიდავს 

 წამწამებს 

 მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. 

 შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, 

 ქარია - მომიტანს რამე ჭორს, 

 მე ვამბობ, არ მომენატრები, 

 შენ სდუმხარ, იცინი 

 საეჭვოდ.

Thursday, May 27, 2021

თბილისის 37-ე სკოლის მოსწავლეებმა და ემიგრანტმა ბავშვებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს.

 სსიპ ქ.თბილსის N37 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის დისტანციური სკოლის ემიგრანტმა მოსწავლეებმა დღეს ერთად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მოეფერენ საქართველოს ისტორიას,ისაუბრეს 1917 წლის  რევოლუციაზე,საქართველოს დამოუკიდებლობაზე,საქართველოს მთავრობის ემიგრაციაზე,ექვთიმე თაყაიშვილზე,იხილეს ნაწყვეტი ფილმიდან ,,ექვთიმე ღვთის კაცი"...ამაღელვებელი იყო გერმანიიდან  პატარა ლეილა ანიშვილის სიტყვები:,,ცრემლი მერევა,ვერაფერს გეტყვითო"... პატარა სალომე გუდაძე თავის დაიკოსთან ერთად  საქართველოს დროშას ეფერებოდა და მადლობას უხდიდა თბილისელ თანატოლებს(თამარ ჩაფიძე,ანა კივილაძე,მარიამ მხიარულაშვილი,გიორგი,გელოვანი,ლუკა ქარსიძე,კირილე ლუკიანოვი)თბილი და საინტერესო საღამოსთვის.შეხვედრას ესწრებოდა სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ლარისა მელაძე.ქალბატონი ლარისა ტბილი სიტყვებით მოეფერა მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა  ამ თემის მიმართ გამოჩენილი  ყურადღებისა და გააზრებისთვის.


Sunday, April 18, 2021

ემიგრანტმა ქართველმა ბავშვებმა და სსიპ ქ.თბილისის 37-ე სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს დედაენის დღე.

 

      14 აპრილს,როცა სრულიად საქართველო აღნიშნავს დედაენის დღეს,  შეხვედრა მოვაწყვე სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის 4 გ კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებელთა სახლის პროგრამის:,, ქართული ენის დისტანციური სწავლების " ემიგრანტ  მოსწავლეებს  შორის.

                              პატარა ქართველებმა თბილისიდან,გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან,შვედეთიდან და ბელგიიდან ბევრი ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე.მოყვნენ ,,ბაბილონის გოდოლის მითიდან—  1978 წლის 14 აპრილამდე“ მშობლიურ ენასთან დაკავშირებულ ისტორიებს.წაიკითხეს: ლ.ასათიანის,შ.ნიშნიანიძის,გ.ლეონიის ლექსები.იყო ემოციები და ცრემლიც იყო...პატარა ელისაბედ გუდაძემ ი.გოგებაშვილის,, დედაენა" გულში  ჩაიკრა  და ისე გამოხატა საკუთარი სიყვარული ყოველივე ქართულისადმი.

                       ის,რომ ერთნი  ქართულად მეტყველებენ და მეორენი თავს არ ზოგავენ შეისწავლონ მშობლიური ენა,  ,,ნიშანია მათი სულით ხორცამდე ქართველობისა ,უცხო მიწაში გადგმული ფესვები ხელს ვერ უშლის მშობლიური ენისა და ქვეყნის სიყვარულს.დადგება დრო,ეს პატარები,უკვე დრომოყრილნი ,ტოლერანტობითა და კეთილგონიერებას ჩვეულნი შექმნიან საქართველოს ხვალინდელ დღეს.









Tuesday, April 13, 2021

14 აპრილი დედაენის დღეა

 

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხამხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიისმცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

 

დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. ამავე დღეს შეტაკება მოხდა საბჭოთა ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის, მთავრობის სახლთან კი მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. იმის გამო, რომ სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, მომიტინგეებს ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, მიმართა და 1956 წლის 9 მარტის მოვლენები შეახსენა, თუმცა მის მიმართვას ნეგატიური შეძახილები მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან. ამის შემდეგ, მალევე ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა კონსტიტუციურ სტატუსს ინარჩუნებდა, რის შემდეგაც თბილისში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა დაძაბულობამ იმატა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი იქ აღიქვეს, როგორც ქართული ნაციონალისტური განწყობების წახალისება.

 

აღნიშულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც. 15 აპრილს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 20,000 იყო. სტატიაში, ასევე, წერია, რომ წინა ღამით ამოუცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და მათ უთხრა: „ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“. ასევე, New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეული დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

 

საინტერესო ცნობებია, ასევე, მოწოდებული The Times-ის 17 აპრილის სტატიაში. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: „ჩემო ბავშვებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: „ჩვენ შენი ბავშვები არ ვართ!“


 

1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშვანავად და უკვდავსაყოფად, 14 აპრილი გამოცხადდა დედა ენის დღედ.





Thursday, March 4, 2021

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 37-ე სკოლაში

 ესეც ჩვენი სკოლის ტრადიციაა.  (სკოლის გვერდიდან)








25 თებერვალი უიღბლო თარიღი

 

წელს ,საქართელოს საბჭოთა ანექსიის 100 წლის თავთან დაკავშირებით , სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავებელმა 

თამარ ჩხაიძემ სამტრედიის მესამე საჯარო სკოლა გამოიწვია ,ამ ტრაგიკული თარიღის ერთად აღნიშვნის მიზნით.რაშიც სამტრედიელი მოსწავლეები ,მათი პედაგოგის ,ფიქრია მსხილაძის ხელმძღვანელობით, ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. შეირჩა კონფერენციის ფორმატი,რომლის თემატიკაც  მოიცავდა ,როგორც ისტორიულ ,აგრეთვე ლიტერატურულ მიმართულებას.კონფერენციის ორგანიზებაში  მონაწილეობდა  37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი დათო ტაბახმელაშვილი..,

         შეხვედრას ემოციის გარეშე არ ჩაუვლია,მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად წარმოადგინეს მოვლენათა განვითარების ისტორია. ნამუშევრებში , ფაქტებზე დაყრდნობით, აანალიზებდნენ საქართველოს მდგომარეობას და აფასებდნენ შედეგებს.სწორედ ,წარსულის ცოდნა იხსნის თაობებს მომავალი უბედურებისაგან.კონფერენციის დასასრულ აჩვენეს 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ,ტაბახმელაში“,იუნკერთა თემაზე, გადაღებული ვიდეორგოლი .

       შეხვედრას  ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლარისა მელაძე   და ქალაქ  სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი  ვენერა ოდილავაძე.

              შეხვედრის დასასრულს მათ შეაფასეს კონფერენცია და ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლის დირექტორმა ,ქალბატონმა ლარისა მელაძემ,  მოიწვია პარტნიორი სკოლა ქ.თბილისში.26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად...